ოქტომბერი 7, 2022

თემურ ქეცბაიამ “ანორთოსისის” მწვრთნელის პოსტი დატოვა, მაგრამ შეიძლება უმუშევარი დიდხანს არ დარჩეს.

 

goal.philenews-ის ცნობით, ქეცბაიას კვიპროსის ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს და სხვა კანდიდატებზე მეტი შანსი აქვს მათ ეროვნულ გუნდს ჩაუდგეს სათავეში.

 

გამოცემის მტკიცებით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, ქართველმა კი უთხრა, რომ ცოტას დაისვენებს და წინადადებას განიხილავს.

 

თემურს “ნეფთჩიც” ეპატიჟებოდა, მან გუნდის გასაძლიერებლად კლუბის ხელმძღვანელობას დაფინანსების გაზრდა მოსთხოვა და როგორც ჩანს, ამის შემდეგ აღარ დაკავშირებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.