აპრილი 16, 2024

57 წლისა გარდაიცვალა მალხაზ არზიანი, 80-იანების თბილისის “დინამოს” მარცხენა მცველი, ნიჭიერი პროფესიონალი…

 

“დინამოში” პირველად 1982 წელს გამოჩნდა. შემდეგ სეზონში მშობლიურ ფოთს მიაშურა და “კოლხეთში” ჩაირიცხა, თუმცა მომდევნო წელს დავით ყიფიანმა “დინამოში” დააბრუნა, სადაც ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. 1984-86 წლებში მან 62 მატჩი (1 გოლი) ჩაატარა.

 

მერე იყო ბათუმის “დინამო” და “გურია”, რის შემდეგაც დედაქალაქში დააბრუნეს. 1987-93 წლებში მან 109 მატჩი (1 გოლი) ჩაატარა თბილისის “დინამოს” მაისურით.

 

1993 წელს, როცა საქართველოს უკვე დამოუკიდებელ ჩემპიონატს ატარებდა და შესაძლებლობა გაჩნდა, არზიანი შვედურ “გელივარეში” გადავიდა, საიდანაც 1995 წელს დაბრუნდა და ორი სეზონი დაჰყო ფოთის “კოლხეთში” (8 მატჩი, 1 გოლი), მერე იყო რუსთავის “მეტალურგში” (1997, 3 მატჩი), რის შემდეგაც შვედეთში დაბრუნდა და იქვე დაასრულა კარიერა.

 

1992 წელს მალხაზ არზიანმა ერთი მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით – ეს იყო არაოფიციალური მატჩი გურჯაანში აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ…

 

Marca.ge სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ახლობლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *