მარტი 21, 2023

Give Me Sport-თან ინტერვიუში ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ შემედეგი რამ თქვა, როდესაც ჰკითხეს მარკუს რაშფორდზე: „ზოგიერთ წყაროსთან საუბრისას, ერიკ ტენ ჰააგი მზადაა მას სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა მისცეს.  ის გრძნობს, რომ მომავალში შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს“

 

24 წლის რაშფორდმა გადაიტანა სავალალო 2021/22 წლების სეზონი, სადაც ის რალფ რანგნიკმა უმეტესი თამაშების განმავლობაში სასტარტოდან ამოაგდო. მარკუსმა პრემიერ ლიგაში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.

 

მისი კონტრაქტი იწურება 2023 წლის ზაფხულში, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, სურს დარჩეს და ტენ ჰააგის გუნდში ადგილისთვის იბრძოლოს.

 

კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის წარმომადგენლობის იმედების შესანარჩუნებლად, რაშფორდმა ჰოლანდიელ ბოსზე დიდი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.