ივნისი 29, 2022

ESPN-თან ინტერვიუში, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა როდრიგომ ნეიმართან დიალოგის დეტალები გაასაჯაროვა.

 

როგორც ცნობილი გახდა, ნეიმარი 2022 წლის მუნდიალის შემდეგ „სელესაოს“ რიგებში აღარ გამოჩნდება.

”მე შემრცხვა, გავიცინე და არც კი ვიცოდი რა მეთქვა“, – თქვა როდრიგომ.

„ ვუთხარი, რომ კიდევ უნდა ითამაშოს, რომ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი. შემდეგ კი მას გაეცინა.”

21 წლის ფეხბურთელმა – რომელმაც ცოტა ხნის წინ თავისი მომავალი მადრიდის რეალს დაუკავშირა, ასევე განაცხადა, რომ 10 ნომერს მემკვიდრეობით მიიღებს.

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში 18 წლის ასაკში გამოჩნდა 2010 წელს და 74 გოლიდან პირველი დებიუტიდან 28 წუთის შემდეგ გაიტანა.

 

კატარში მსოფლიო ჩემპიონატი ნოემბერში იწყება, სადაც ბრაზილია G ჯგუფში სერბეთთან, შვეიცარიასთან და კამერუნთან ერთად მოხვდა. სამბას ვარსკვლავები სერბეთის წინააღმდეგ კამპანიას 24 ნოემბერს იწყებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.