
როგორც Marca იუწყება, კარლო ანჩელოტი “განიხილავს ფორმირების შეცვლას” 4-3-3-დან 4-4-2-ზე .
აურელიენ ჩუამენის გაფორმებამ იტალიელი აიძულა ეფიქრა ახალი თამაშის სისტემის დანერგვაზე.
წარმოვიდგინოთ მადრიდის რეალის პოტენციური შემადგენლობა მომავალ სეზონში.
კურტუა; კარვახალი, რუდიგერი, მილიტაო, ალაბა; ვალვერდე, ჩუამენი, მოდრიჩი, კამავინგა; ბენზემა, ვინისიუსი.
რა თქმა უნდა, შესაძლოა, ცვლილებები იყოს ნახევარდაცვაში, რადგან ანჩელოტის ასევე კაზემირო და ტონი კროოსი ყავს.
ედუარდო კამავინგამ პროფესიონალურ კარიერაში რამდენიმე მატჩი ჩაატარა მარცხენა ნახევარმცველად, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ლუკა მოდრიჩსაც შეეძლო იქ ეთამაშა.
ვინისიუს ჯუნიორი და კარიმ ბენზემა კიდევ უფრო ახლოს ითამაშებენ ერთმანეთთან და განავითარებენ თავიანთ პოტენციალს, რათა მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ფრონტის დუეტი გახდნენ.