დეკემბერი 2, 2023

სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალთან მატჩის  შემდეგ პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა  ლეონარდო და პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფი ფიზიკურად გაუსწორდნენ მატჩის ჩინოვნიკებს.

 

რამდენიმე თვის შემდეგ უეფას დისციპლინურმა კომისიამ მათ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. „ ქცევის ძირითადი წესების დარღვევისთვის და მსაჯების შევიწროების გამო” ლეონარდო ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას იღებს. პსჟ-ს პრეზიდენტის მიმართ არანაირი სანქცია არ არსებობს.

 

საინტერესოა, ლეონარდო პსჟ-დან რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს. ასე რომ, სანქციები პარიზელებზე პრაქტიკულად არ იმოქმედებს.

 

მარტში გავრცელებული ინფორმაციით, ლეონარდო და ალ-ხელაიფი ერთმანეთსაც კი ურტყამდნენ და კლუბის ერთ-ერთ თანამშრომელს მოკვლით დაემუქრნენ. პოლიციას ჩარევა მოუხდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *