
სატრანსფერო ფანჯრის ციებ-ცხელებაში გართულ აგენტებსა და მწვრთნელებს კარს ახალი სეზონი მოადგათ. ინგლისის საფეხუბრთო ასოციაციამ არ დაააყოვნა და 2022/23 წლის ცხრილი გამოაქვეყნა.
პირველად, პრემიერ ლიგის სეზონი შეჩერდება 12/13 ნოემბრის შაბათ-კვირის შემდეგ ყატარში ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. სეზონი განახლდება Boxing Day-ზე – მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან რვა დღის შემდეგ, 18 დეკემბერს.
პრემიერ ლიგის 2022/23 სეზონი დაიწყება კრისტალ პალასი- არსენალის დაპირისპირებით, პარასკევს, 5 აგვისტოს, სანამ მანჩესტერ სიტი დაიწყებს ტიტულის დაცვას ვესტ ჰემში კვირას, 7 აგვისტოს.
ევერტონის შაბათი ღამის ფეხბურთის მატჩი ჩელსისთან 6 აგვისტოს და მანჩესტერ იუნაიტედის სუპერ კვირას მატჩი ბრაიტონთან – რომელიც მიანიშნებს ერიკ ტენ ჰააგის ეპოქის დაწყებას ოლდ ტრაფორდზე.
პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი 15 ოქტომბერს შაბათ-კვირას ენფილდზე შეხვდება 2021/22 წლების ტიტულის მეტოქე ლივერპულს, სანამ 1 აპრილს შაბათ-კვირას ეტიჰადზე უმასპინძლებს იურგენ კლოპის გუნდს.
2022 წლის ბოლო დღეს თამაშის შემდეგ, გუნდები დაბრუნდებიან 2 იანვარს, ჩელსი-მანჩესტერ სიტის თვალწარმტაცი შეჯიბრით 2023 წლის დასაწყისში.