
sofascore-მა უეფას ერთა ლიგის გამართული მატჩების მიხედვით ფეხბურთელებს შეფასებები დაუწერა.
მიმდინარე ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე კი საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.
21 წლის ტალანტმა საწყისი ოთხი მატჩის მიხედვით 8.20 შეფასება დამისახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.
ცნობისთვის მეორე პოზიცია 8.18 შეფასებით თურქეთის ნაკრების წევრმა, ჰაკან ჩანხანოღლუმ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგის საწყის 4 ტურში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.