დეკემბერი 8, 2023

წუხელ  იტალია გერმანიასთან 2-5 დამარცხდა და მოედანზე ყველაზე ცუდ შეცდომებს შორის, რა თქმა უნდა, არის ჯიჯი დონარუმას შეცდომაც, რომელმაც მეტოქეს მომენტალურად +1 გოლი ჩაუწერა.

მატჩის შემდეგ გარდაუვალი იყო, რომ “აძურას” კაპიტანს იტალიელი ჟურნალისტები გაესაუბრებოდნენ და ამ გოლზე პასუხისმგებლობას ვერავინ უარყოფს.  მილანის ყოფილმა მეკარემ Rai Sport-ის ჟურნალისტის შეკითხვა კარგად ვერ მიიღო.

ჟურნალისტი: “ჯიჯო არ მინდა გაბრაზდე, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შენ ასეთი შეცდომა დაუშვი…”

 

დონარუმა: “როდის დამემართა ეს? აჰ? მადრიდის რეალთან, მოდი… თუ გვინდა, რომ დაპირისპირება გავაგრძელოთ. თუ გინდა დამაბრალო შეცდომა, დამაბრალე, არაა პრობლემა, მე ვარ კაპიტანი, მე ვიღებ ბრალს, ვიღებ ჩემს პასუხისმგებლობას და მაღლა აწეული თავით გავაგრძობ ცხოვრებას , როგორც ყოველთვის.”

 

ზოგიერთ გულშემატკივარს კაპიტნის ასეთი პასუხი აგრესიულად და შეუფერებლად მოეჩვენა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *