მარტი 21, 2023

გერმანია გახდა პირველი გუნდი, რომელმაც იტალიასთან მატჩში 1957 წლის შემდეგ 5 გოლი გაიტანა.

 

ჰანს ფლიკის გუნდი 69-ე წუთისტვის უკვე 5-0 იგებდა ჯოშუა კიმიჩის, ილკაი გუნდოგანის პენალტის, თომას მიულერისა და ტიმო ვერნერის დუბლის წყალობით.

 

18 წლის ვილფრიდ გნონტო კი  გახდა იტალიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი.

ბოლოს იტალიამ ამდენი გოლი გაუშვა 65 წლის წინ, როდესაც ცენტრალური ევროპის საერთაშორისო თასზე იუგოსლავიასთან 6-1 დამარცხდა.

 

იტალიის მცველმა ჯანლუიჯი დონარუმამ თქვა: “ჩვენ გაბრაზებულები ვართ.ჩვენ უნდა შევხედოთ ერთმანეთს თვალებში და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, რათა დავანახოთ, რომ ეს არ არის ნამდვილი იტალია. ამ მატჩში ყველაფერი გვაკლდა.“

 

გერმანია ფლიკის ხელმძღვანელობით 13 მატჩში დაუმარცხებელია, მაგრამ ეს იყო მათი პირველი გამარჯვება ერთა ლიგის სამი ფრის შემდეგ. ისინი ჯგუფის ლიდერ უნგრეთს ერთი ქულით ჩამორჩებიან.

 

რობერტო მანჩინის იტალია ჯგუფში დაუმარცხებელი იყო.

 

უნგრეთის ინგლისთან 4-0 მოგება ნიშნავს, რომ ევრო 2020-ის ორმა ფინალისტმა სამშაბათს 9 გოლი გაუშვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.