
“ჟოან ლაპორტა გაბრაზებული იყო ჩემს კომენტარებზე, მაგრამ რეალობა ის არის, რომ იანვრიდან ივნისამდე მას არანაირი ცვლილება არ შეუტანია ბარსაში”, – განუცხადა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ესპანურ მედიას.
ტებასი არის ადამიანი, რომელიც ბარსელონაზე იშვიათად საუბრობს.
მისი კომენტარები “ბლაუგრანას” შესახებ კლუბს არ მოეწონა, ლაპორტამ გააფრთხილა ლიგის პრეზიდენტი, შეწყვიტოს ცხვირის ცაყოფა ბარსას საქმეებში.
როგორც ჩანს, ეს არ მოხდება და ტებასი კვლავ დაუბრუნდება პრესას ბარსას შესახებ მეტი სათქმელით.