
ზაფხული დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული კლუბები მალე ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე ჩაებმებიან. წელსაც, როგორც ყოველთვის, ამ მარათონში 4 კლუბით ვიქნებით წარმოდგენილნი: “დინამო ბათუმი” ჩემპიონთა ლიგაზე გამოვა, ხოლო “დინამო თბილისი”, “დილა გორი” და “საბურთალო” კონფერენს ლიგაზე დაიწყებენ ასპარეზობას.
დღეს გამოქვეყნდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ შავიზღვისპირელთა ქომაგებს უნდა აინტერესებდეთ:
პირველი საკვალიფიკაციო – 5/6 და 12/13 ივლისი
მეორე საკვალიფიკაციო – 19/20 და 26/27 ივლისი
მესამე საკვალიფიკაციო – 2/3 და 9/10 აგვისტო
ფლეი ოფი – 16/17 და 23/24 აგვისტო
გეტყვით, რომ თუ ბათუმელები ჩემპიონთა ლიგას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშებიან, კონფერენს ლიგაზე გადავლენ, ხოლო თუ მეორე ეტაპზე გააღწევენ და იქ დამარცხდებიან, ევროპა ლიგაზე თამაშის შანსი მიეცემათ.
ქართული კლუბების მეტოქეები სულ მალე გაირკვევა.