მარტი 21, 2023

მიმდინარე ერთა ლიგა ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებულია. საქართველოს ნაკრებმა 12 გოლი გაიტანა, მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა, სამივე შეხვედრა მოიგო და საკუთარი, C4 ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრას ბულგარეთის წინააღმდეგ, დინამო არენაზე, 20:00 საათიდან ჩაატარებს.

 

ამ ეტაპზე, ვილი სანიოლის ძირითადი XI უკვე ცნობილია:

 

გიორგი ლორია, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ლაშა დვალი, საბა ლობჟანიძე, ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა სრულად შეივსება. ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს 54 139 ადამიანი დაესწრება.

 

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.