მარტი 22, 2023

12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა მატჩზე ქართველი გულშემატკივრები თბილისში ავტოავარიაში დაზარალებულ ბულგარელ ნახევარმცველს, ტოდორ ნედელევს მხარდაჭერას გამოუცხადებენ – ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება:

“ტოდორ ნედელევის სათამაშო ნომრის (8) მიხედვით, მატჩის მე-8 წუთზე, მასიური აპლოდისმენტებით ვამხნევებთ ბულგარელ ფეხბურთელს, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და რომელსაც თავის ქალა აქვს გატეხილი. როგორც იცით, “დინამო არენაზე” ანშლაგია, ამიტომ, ჩვენი მხრიდან ეს ჟესტი ღირსეული იქნება. მოვუწოდებთ ყველა გვერდს, ჩვენი ინიციტივა მათ აუდიტორიამდე მიიტანონ, ასევე, ამ პოსტის გაზიარებით ინფორმაცია ჩვენც ყველამ გავავრცელოთ”, – წერია მიმართვაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.