მარტი 21, 2023

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ელოდება, სადაც “ჯვაროსნები” შინ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს მიიღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ვილი სანიოლის შეგირდები ჯგუფს კომფორტულად, ხუთქულიანი უპირატესობით ლიდერობენ, ხვალინდელ შეხვედრაში შემადგენლობას დიდად გადახალისება მაინც არ არის მოსალოდნელი, რამეთუ ქართველებმა ბულგარელებთან მოგება სჭირდებათ, რათა ფლეიოფში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ.

ამის გათვალისწინებით, გთავაზობთ “ჯვაროსნების” სავარაუდო თერთმეტეულს ბალკანელებთან ჯახისთვის:

(3-5-2) გიორგი მამარდაშვილი – ოთარ კაკაბაძე – სოლომონ კვირკველია – გურამ კაშია – დავით ხოჭოლავა – ირაკლი აზაროვი – ოთარ კიტეიშვილი – გიორგი აბურჯანია – ხვიჩა კვარაცხელია – გიორგი მიქაუტაძე – საბა ლობჟანიძე

მაშასადამე, ჩვენ ძირითად შემადგენლობაში ირაკლი აზაროვის, საბა ლობჟანიძისა და გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებას ვპროგნოზირებთ. გარდა ამისა, სავარაუდოა ოთარ კიტეიშვილის პირველი სტარტიც მიმდინარე ერთა ლიგაზე.

მიუხედავად ამისა, ვთქვათ, რომ ვილი სანიოლის განკარგულებაში ყველა ფეხბურთელია, ამიტომ ზუსტად ვერავინ იტყვის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფრანგი სპეციალისტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.