ივნისი 29, 2022

 

 

ბუდუ ზივზივაძე ნაკრებში გამოძახებას და შანსის მიცემას დიდი ხანი ელოდა. უნგრეთში საოცარი სეზონის შემდეგ სანიოლმა გამოიძახა და ბუდუმაც თავისი შანსი გამოიყენა.

 

ზივზივაძემ ბულგარეთსა და ჩრდ.მაკედონიას გაუტანა. თანაც, მომენტების რეალიზაციის საოცრად კარგი პროცენტი აქვს და ის საგოლე ალღო, რაც რეალურად თავდამსხმელს უნდა ჰქონდეს. ჩრდ.მაკედონიასთან ერთი მომენტი შეექმნა, იდეალურად შეარჩია პოზიცია და დაუცველ კარში შეაგდო.

 

ბულგარეთის წინააღმდეგ გარდა გოლისა, პირველ ტაიმში გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ეს ეპიზოდიც წარმატებულად დაასრულა.

 

უნგრეთის ჩემპიონატში ზივზივაძემ 12 შეხვედრაში 11-ჯერ გამოიჩინა თავი. უნგრეთის მთავარ სპორტულ გამოცემებში სწორედ ბუდუს გვარი იწერებოდა ყველაზე მეტად.

 

ფაქტია, ზივზივაძემ მიიღო თავისი შანსი, გამოიყენა და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წლებში ყველაზე პრობლემური პოზიცია დღეს საკმაოდ გაძლიერდა. მასთან ერთად ჟორჟ მიქაუტაძეც არის გამოსარჩევი და გამოძახებული ბექა მიქელთაძეც.

 

ცივსისხლიანობა და მომენტების რეალიზაცია კი საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტად სჭირდება!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.