
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მაკედონია სტუმრად 0:3 დაამარცხა.
ვილი სანიოლის გუნდმა პირველი სამი შეხვედრა საოცრად ჩაატარა, ჯერ გიბრალტარს მოუგო, შემდეგ ბულგარეთს, ახლა კი მაკედონიას.
საქართველოს ნაკრები ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია და დიდი შანსია, ჯგუფიდან გავიდეთ.
ამას გარდა, საქართველოს ნაკრებს 3 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 2 გაშვებული.