
ჩრდ.მაკედონიის წინააღდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ანგარიში გახსნა. შეხვედრის 52-ე წუთზე წიტაიშვილის გადაცემით ბუდუ ზივზივაძემ ჯვაროსნები დააწინაურა.
შეხვედრის 62-ე წუთზე კვარაცხელიას გოლით საქართველოს ნაკრები წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდა.
შეხვედრის 84-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის ჩაწოდებას შეცვლაზე შემოსული ოთარ კიტეიშვილი გამოეხმაურა და საქართველოს ნაკრები სამბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წინ.
საბოლოოდ მატჩი ჩვენი გამარჯვებით 0:3 დასრულდა.