მარტი 29, 2024

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ეროვნული გუნდების მატჩის პირველი ტაიმი, რომელშიც გუნდებმა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს.

ბალკანელთა უპირატესობით წარმართულ ტაიმში “ჯვაროსნებს” სულ ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ. ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი შორეული დარტყმებით ეცადნენ გოლის გატანას, თუმცა სტოლე დიმიტრიევსკიმ ორივე შემთხვევაში იმარჯვა.

სანამ მეორე ტაიმი დაიწყება, შემოგთავაზებთ ქართველ ფეხბურთელთა თამაშის შეფასებას Sofascore-ის მიხედვით:

გიორგი მამარდაშვილი – 6.7

გიორგი წიტაიშვილი – 6.6

დავით ხოჭოლავა – 6.9

გურამ კაშია – 6.5

სოლომონ კვირკველია – 6.6

ოთარ კაკაბაძე – 6.5

გიორგი აბურჯანია – 6.6

ნიკა კვეკვესკირი  – 6.4

ზურიკო დავითაშვილი – 6.7

ხვიჩა კვარაცხელია – 6.7

ბუდუ ზივზივაძე – 6.6

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *