
ხოსე ბორდალასის გათავისუფლების შემდეგ ვალენსია ახალი მწვრთნელი ძიებაში იყო. დღეს ცნობილი გახდა,რომ გიორგი მამარდაშვილის კლუბს ჯენარო გატუზო ჩაიბარებს. კლუბმა იტალიელ მენეჯერს ორწლიანი კონტრაქტით გაუფორმა.
44 წლის გატუზო კლუბის გარეშეა 2021 წლის მაისიდან, მას შემდეგ რაც დატოვა ნაპოლი, რომელთანაც წინა წელს კოპა იტალია მოიგო.
იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გატუზო გასულ ზაფხულს ფიორენტინას მწვრთნელად დანიშნეს, მაგრამ კლუბს ოფიციალურ სტარტამდე ჩმოშორდა.
გატუზო ვალენსიაში დღეს ჩაფრინდა, ხვალ კი პრესკონფერენციას ოფიციალურად გამართავს.
“ფანები აღფრთოვანებულები არიან, მეც ასევე. ხვალ პრესკონფერენციაზე შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ და შემდეგ ვაპირებ დავიწყო ძალიან რთული სამუშაო” – განაცხადა მან.
ესპანეთის ექვსგზის ჩემპიონმა ვალენსიამ ლა ლიგაში 2021-22 წლებში მეცხრე ადგილი დაიკავა.