ივნისი 29, 2022

თურქული და იტალიური პრესის ცნობით, უახლოეს საათებში ანდრეა პირლოს თურქეთის სუპერლიგის ბინადარ “ქარაგუმრუკის” მთავარ მწვრთნელად წარადგენენ.

წარსულში ცნობილი ნახევარმცველი სტამბოლურ გუნდთან ხელს 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

“ქარაგუმრუკმა” გასულ სეზონში ადგილობრივ ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა, რის გამოც ევროსარბიელზე ვერ გავიდა.

ინფორმაციისათვის, ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი აჩი არველაძე გახლავთ. “ქარაგუმრუკში” ირიცხება ვატო არველაძეც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.