
სანამ ქვეყანაში საფეხბურთო ზეიმი გვაქვს და სანაკრებო დონეზე ყველაფერი იდეალურად მიდის, ვრცელდება ცნობა, რომ საბურთალოს მთავარი მწვრთნელი და წამყვანი ფეხბურთელები ევროთასების დაწყებამდე 1 თვით ადრე ტოვებენ. მიზეზი 5-6 თვის მანძილზე გადაუხდელი ხელფასებია.
იანვარში დაანონსებული “ვალენსიას ფეხბურთელებს იჯარით დავიმატებთ” მორიგი დიდი ტყუილი აღმოჩნდა ქართულ საფეხბურთო ტყუილების ნუსხაში. საბურთალო წლიდან წლამდე რეგრესირებს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავს, დიდი ალბათობით წელს ევროთასებზე დიდს ვერაფერს მიაღწევს.
ფაქტია, გუნდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი ხან გუნდის დაშლით იმუქრება ხან კი თვეობით ვერ/არ უხდის ხელფასს საბურთალოს ფეხბურთელებს და მწვრთნელებს. არარატ არმენიასთან წაგების შემდეგ ძალიან უსიამოვნო დაღმასვლაა ამ გუნდში, რასაც პირველ რიგში ძალიან ცუდი მენეჯმენტი განაპირობებს.