ივლისი 2, 2022

მრავალი წლის წინ,იტალიელთა თვალები ერთ ოჯახზე იყო მიპყრობილი – ინძაგები,სან ნიკოლოდან,პიაჩენცას მახლობლად მდებარე სოფელში მცხოვრები დალოცვილი ოჯახი,როდესაც ქალმა სახელად მარინა ინძაგი, მსოფლიოს ახალი თავსატეხი გაუჩინა, პატარა ფილიპო,რომელსაც მალე სუპერ პიპოს შეარქმევენ.  ფილიპოს გაჩენიდან მალევე სამყაროს კიდევ ერთი ონავარი ინძაგი შეემატა. მას სიმონე უწოდეს და მითების მსხვრეველი გახდება,მაგრამ ამის შესახებ ჯერ არ იცის.

ცელქი სიმონე, სოფლის გუნდში, ძმას  8 წლის ასაკიდან კაპიტნობდა.  მალე ისინი მაღალ,შავ და ხუჭუჭთმიან ბიჭებად გადაიქცნენ.  ფილიპოს პირველი გუნდიდანვე ჰქონდა გოლის გატანის ალღო ( 2 მეტრიდან ან ნაკლებიდან არასდროს აფუჭებდა მომენტს) და რა გასაკვირია,რომ მალევე უმაღლესი ლიგის ფეხბურთელი გახდა. მაგრამ როცა ფილიპო იუვენტუსში თამაშობდა,სიმონე ჯერ კიდევ მესამე დივიზიონში ასპარეზობდა. ბედმა გაუღიმა და პიაჩენცაში აიყვანეს,ადგილობრივ გუნდში,სადაც 15 გოლი გაიტანა და ლაციოდან კონტრაქტმაც არ დააყოვნა. იტალიის 2 უძლიერეს გუნდს თითო ინძაგი ჰყავდა…

ფილიპო და სიმონე ცნობილები გახდნენ,მაგრამ ყველას mamma ინძაგი აინტერესებდა. (რა თქმა უნდა,მათ მამაც ჰყავთ,მაგრამ მისტერ ჯანკარლო პრესასთან ნაკლებად ჩნდებოდა). როცა ბიჭებმა მშობლიური სახლი დატოვეს, მარინა დიასახლისი გახდა. მიუხედავად სახლის საქმეებისა  ტანისამოსს ფილიპოსთვის ის რჩევდა (სიმონე მალევე დაოჯახდა).

“ფილიპოს ბევრი დრო არ აქვს, სუპერმარკეტშიც ძვლივს ასწრებს შერბენას,ამიტომ მასზე მე ვზრუნავ” – დასძინა მარინამ გაზეთ დელო ნარასთან საუბრისას.  თურმე ხანდახან შვილებისთვის ლანჩიც მიჰქონდა…

უფროსმა ინძაგიმ უარი თქვა ატლეტიკოს,მანჩესტერ იუნაიტედისა და ჩელსის შემოთავაზებაზე. “ დედაჩემმა იცის როგორ მოამზადოს ჩემთვის. თუ საზღვარგარეთ ვიქნები მის კერძებს ვეღარ დავაგემოვნებ, ასე რომ არა! “  – თამამად განაცხადა ფილიპომ. სკეპტიკოსები ამბობდნენ mamma ინძაგიმ ანარქისტები აღზარდა, ასე ხომ საკუთარ და სხვის შვილებს მხოლოდ იტალიაში თამაშისკენ მოუწოდებსო, მაგრამ მარინას ეს აურზაური არ ადარდებდა,რადგან ვაჟების კონტრაქტები ხელთ ეპყრა.

ერთ კვირას სიმონეს ლაციო პიპოს იუვენტუსს დაუპირისპირდა. მარინამ ტელევიზორი გამორთო და თქვა რომ მთელი მატჩის განმავლობაში აივანზე იჯდა,ხოლო მამამ განაცხდა: “ თუ ერთ-ერთი მათგანი დამარცხდება, ერთი მაინც ხომ დარჩება გამარჯვებული?! ამიტომ მშვიდად ვარ”.  გამარჯვება ლაციომ მოიპოვა, 1-0 და უმცროსი ინძაგის ანგარიშზე პლუს ერთი გოლიც ჩაიწერა.

2000 წელიც დადგა. ევროპის ჩემიონატზე სუპერ პიპო გამოიძახეს, ვიერის ტრავმისა და დელ პიეროს დროებითი უხეირობის გამო და არა მარტო. სეზონში 26 გოლი გაიტანა და გაჩერებას არ აპირებდა. წარმოუდგენელ გოლებს იტანდა,მაგრამ მართლა სჭირდებოდა ამდენი?!

გაძეტა დელო სპორტმა ორივე თავდამსხმელი  მწვავედ გააკრიტიკა.  ჟურნალისტებმა ნამდვილი hard talk მოაწყეს.  დელ პიერო და ინძაგი შეუთავსებლობასა და ეგოიზმში დაადანაშაულეს (თუ მათ ზოდიაქოებს გავითვალისწინებთ,ჟურნალისტები არც სცდებოდნენ). ორივე ფეხბურთელმა უარყო ეს ამბავი,მაგრამ შედარებები იუვენტუსის ისტორიულ დაპირისპირებებთან : პლატინი ფურინოს წინააღმდეგ და ორმოცდაათიან წლებში, ბონიპერტო სივრის წინააღმდეგ იმდენად ზუსტი იყო რომ ფეხბურთელებს სისუსტის აღიარება მოუწიათ.  გაუმართლათ ნაკრებში კიდევ რომ გამოიძახეს…

შესაძლოა სხვას არა აქვს ასეთი ლამაზი ისტორია (არც ვიერს, რომლის ბაბუამ სიდნეიდან იტალიაში ჩამოიყვანა), მაგრამ  მხოლოდ ისტორია როდი კმარა დიდებულთა რიგებში მოსახვედრად . ორივე ინძაგის აქვს რაღაც პაოლო როსის მსგავსი, მაგრამ ლოიდ ბენსენისა არ იყოს  ”მე ვიცნობდი პაოლო როსის. სენატორო, შენ არ ხარ ის“ .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.