სექტემბერი 14, 2024

საქართველოს ეროვნული ნაკრები “ერთა ლიგაზე”, მოკლე მონაკვეთში, მესამე შეხვედრისთვის ემზადება. სავარაუდო შემადგენლობის გამოცნობა უკვე ძალიან რთული გახდა, რადგან არავინ იცის, როტაცია ვის შეეხება – ვისთან როგორ მიდის აღდგენის პროცესი, ვის დასვენებასა თუ შანსის მიცემას გადაწყვეტს მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი…

 

აქვე, ბულგარეთთან წინა მატჩის ნავარაუდებზეც ვთქვათ. ჩვენს ვერსიას მხოლოდ 2 არ დაემთხვა – მთავარმა მწვრთნელმა საბა ლობჟანიძის დასვენება გადაწყვიტა, ხოლო ირაკლი აზაროვი, რომლის განაცხადში დაბრუნებასაც ვვარაუდობდით, სასტარტოში ვიხილეთ.

 

გიბრალტარსა და ბულგარეთთან მატჩებში საქართველოს ნაკრების 23-კაციან განაცხადში ცვლილებები იყო. ფრანგი დამრიგებელი ცდილობს,

გარკვეული დრო ყველამ მიიღოს, თანაც ორივე დაპირისპირების შინაარსი ისეთი გამოდგა, ფეხბურთელების დასვენების ფუფუნება გვქონდა.

 

ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ განაცხადშიც არ ყოფილან:

 

გრიგოლ ჩაბრაძე, ლუკა ლოჩოშვილი (მცველები), ბექა მიქელთაძე (ფორვარდი).

 

მოთამაშეები, რომლებიც განაცხადში იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ:

 

გიორგი მამარდაშვილი, ლაზარე კუპატაძე (მეკარეები), ლაშა დვალი (მცველი), სანდრო ალთუნაშვილი (ნახევარმცველი).

 

ჯერჯერობით, 1 წუთითაც არ დაუსვენიათ:

 

გიორგი ლორია (მეკარე), დავით ხოჭოლავა (მცველი)

 

მაკედონიაში, რომელ ნაკრებსაც თბილისში ევროპის ჩემპიონატის საგზური დავუთმეთ, ყველაზე რთული მატჩის მოლოდინში ვართ, მაგრამ გარკვეული როტაცია მაინც მოსალოდნელია.

შეგახსენებთ, 2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფს ლიდერობს, ჩრდ. მაკედონიას კი 4 ქულა აქვს. სკოპიეში შეხვედრა 9 ივნისს (22:45 სთ) გაიმართება და მას როი რაინშრაიბერი (ისრაელი) გაუძღვება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *