
საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” “ვალენსიას” FIFA-ში უჩივლა და მამარდას აღზრდისთვისა და ვარჯიშისთვის, კომპენსაციური ფინანსური დავაც მოიგო.
ეს საერთაშორისო სპორტული სამართლით მიღებული ფაქტია და FIFA-ს სპეციალური რეგულაციები აქვს შემუშავებული, რათა ფეხბურთელის პირველმა გუნდმა მისი აღზრდისთვის კომპენსაცია მიიღოს. საუბარია 12-წლიდან 21 წლამდე მოთამაშეზე.
“რუსთავმაც” ეს საშუალება გამოიყენა და უცხოური იურიდიული ფირმის დახმარებით, გამარჯვება შეძლო. ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა თანხას მიიღებს ქართული კლუბი, მაგრამ მინიმუმ 75 ათასი ევრო იქნება. შესაძლოა, მოცულობა გაიზარდოს.
ველოდებით “რუსთავის” სპორტული დირექტორის, ბაჩანა ცხადაძის კომენტარს, რომელსაც მსგავს საკითხებში დიდი გამოცდილება აქვს.