
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს საქართველოს ნაკრები სტუმრად ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბულგარულ ფეხბურთს ამჟამად კატასტროფული პერიოდი უდგას და ეს ქვეყანაშიც კარგად იგრძნობა.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, რაზგრადში საერთოდ ვერ გაიგებთ, რომ დღეს ნაკრებს თამაში აქვს, განწყობა 0-ია და ეს გუშინაც გამოჩნდა.
ბულგარეთის მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენციას მხოლოდ 2-3 ბულგარელი ჟურნალისტი დაესწრო.
შიდა სამზარეულოში დიდი ეიფორიაა. მთავარ მწვრთნელსა და ფედერაციის პრეზიდენტს უთანხმოება აქვთ და დიდია ალბათობა, დღეს ვერ მოგების შემთხვევაში, მწვრთნელი წავიდეს კიდეც.
მეტოქის ბანაკში არეულობა ჩვენთვის ხელსაყრელია და იმედია, ვილი სანიოლის გუნდი ამით ისარგებლებს. დიდია ალბათობა, ბულგარელებმა დღეს 10 ათასიანი სტადიონიც კი ვერ გაავსონ.
სტატია მომზადებულია GOAL.GE მიერ.