დეკემბერი 9, 2022

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს 5 ივნისს 22:45 წუთზე ბულგარეთს ესტუმრება და მორიგი 3 ქულის აღებას შეეცდება.

ჩვენი ვარაუდით, მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი რამდენიმე ცვლილებას განახორციელებს.

ვილი ენდო და თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ნახევარმცველი ანრი მექვაბიშვილი გიბრალტართან ძირითადში იყო, თუმცა, ვფიქრობთ, ბულგარეთის წინააღმდეგ ამჯერად გამოცდილ ნიკა კვეკვესკირს ვიხილავთ.

მართალია, გიორგი ჩაკვეტაძეს მატჩში რამდენიმე ძალიან კარგი დრიბლინგი ჰქონდა, თუმცა გიო ჯერ ფორმაში არ არის და ვაკო ყაზაიშვილი სათამაშო პრაქტიკისა და ფორმის კუთხით, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. შესაძლოა, სანიოლმა ვაკო სწორედ ჩაკვეთი შეცვალოს მე-2 ნახევარში.

როგორც იცით, წიტაიშვილმა ტრავმა მიიღო და ხვალ ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად ძირითადში გურამ გიორბელიძე უნდა იყოს. შესაბამისად, განაცხადში ირაკლი აზაროვი უნდა დაბრუნდეს.

გარდა ამისა, ალბათ, ბექა მიქელთაძეც მიიღებს თავის შანსს და ტრიბუნიდან მინიმუმ სათადარიგო სკამზე აღმოჩნდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.