მარტი 21, 2023

დიეგო კოშტა რჩება ერთ-ერთ ყველაზე ექსცენტრიულ პიროვნებად, ვინც კი ოდესმე ჩელსიში გვინახავს. შესანიშნავი მოთამაშე მოედანზე, ის ისევე უყვარდათ თანაგუნდელებს, როგორც გულშემატკივრებს.

 

ყოფილმა „არისტოკრატმა“ ნ’გოლო კანტეს შესახებ მხიარული ამბავი გაგვიზიარა. Diario AS-ისთან კოშტამ თქვა : “ჩელსიში  ვცდილობდი, გასახდელში ჩავხუტებოდი. ის მორცხვია. შხაპის ქვეშ საცვალს ვიხდიდი და ვეუბნებოდი: კანტე ჩამეხუტე! და ის ძალიან სერიოზულად მეუბნებოდა “არა, არა, დიეგო, საცვლები ჩაიცვი  შხაპისთვის”.

 

მართალი გითხრათ, არ ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს ვინმე ამ სიტუაციაში. კანტეს აშკარად დიპლომატიური პასუხი ჰქონდა კოშტასთვის. საინტერესოა,დაძლია თუ არა სიმორცხვე ახლა…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.