იანვარი 31, 2023

ხვალ, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, იტალია გერმანიას დაუპირისპირდება. 10 წლიანი წუგებელი სერიის შემდეგ, გერმანიის ნაკრები შეეცდება, ამ ნაკრებებს შორის,  რიგით 36-ე შეხვედრა წარმატებით დაასრულოს.

 

„ ვეცდებით, ისინი წნეხის ქვეშ მოვაქციოთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ“ – თქვა ჰანს ფლიკმა.

 

გერმანელთა მენეჯერმა ასევე დაამატა რომ მანჩინის ყველა საჭირო თვისება აქვს იმისთვის,რათა იტალია მწვერვალზე დააბრუნოს.

მატჩი ბოლონიაში გაიმართება,სადაც სკუადრა აძურას ფეხბურთელებისთვის ხელსაყრელი ამინდიცაა მოსალოდნელი. იტალიის მთვარმა მწვრთნელმა თქვა რომ  ხვალინდელ მატჩში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება დაცვაში კარგი თამაში და მეტოქეზე უკეთესი შეტევა. რობერტო მანჩინი, ასევე ამბობს რომ არგენტინასთან განცდილი მარცხის შემდეგ ეს მატჩი საკუთარ თავისა და ფეხბურთელების  რთული გამოცდა იქნება.

 

შეგახსენებთ,რომ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2016 წელს გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.