ივლისი 2, 2022

El Confidencial იტყობინება, რომ მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა დაეხმაროს ბარსელონას ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

 

მას არ სურს კატალონიელებმა ხელი მოაწერონ CVC ხელშეკრულებას, რაც ნიშნავს ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასთან ბენეფიტურ კავშირს.

 

ბარსა, მადრიდის რეალი და ბილბაოს ატლეტიკი რჩებიან ერთადერთ კლუბებად, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ CVC ხელშეკრულება.

 

უფრო მეტიც, პრესეზს სურს Bank of America-მ მიიღოს ბარსას სატელევიზიო უფლებების ნაწილი 600 მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზებით. ისინი მიიღებდნენ უფლებების უფრო მეტ პროცენტს, ვიდრე CVC გარიგება (8%), მაგრამ ნაკლები წლით.

 

კლუბს მიაჩნია, რომ ეს პირობები უკეთესია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.