მარტი 31, 2023

გიბრალტართან მატჩის მე-40 წუთზე ტრავმა მიიღო გიორგი წიტაიშვილმა. საქართველოს ნაკრების მარცხენა ნახევარმცველი მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში თავით შეასკდა მეტოქე ფეხბურთელს, რომელმაც თამაში გააგრძელა, წიტაიშვილი კი შესაცვლელი გახდა.

ეროვნული ნაკრების ფეისბუქგვერდის ინფორმაციით, გიორგის თავზე სურათი გადაუღეს. პასუხი დადებითია – ანუ, გიორგის ყველაფერი წესრიგში აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ 21 წლის ნახევარმცველი ნაკრებთან ერთად ბულგარეთში გაემგზავრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.