მარტი 21, 2023

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მანჩესტერ იუნაიტედმა ფრენკი დე იონგის ტრანსფერთან დაკავშრებით, ბარსელონასთან  პირდაპირი მოლაპარაკებები დიაწყო.

 

ნახევარმცველი ხელმისაწვდომია დაახლოებით 85 მილიონი ევროს საფასურად და ლა ლიგის გიგანტები ელიან, რომ „წითელი ეშმაკები“ ოფიციალურ წინადადებას უახლოეს მომავალში წარადგენენ.

25 წლის ფეხბურთელი “დარწმუნებული არ არის” კამპ ნოუდან წასვლაზე, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედი უნდა განაგრძოს მოლაპარაკების პროცესი , რადგან ბარსელონას ფინანსური პრობლემების მოგვარება სჭირდება.

 

დე იონგს ასევე სურს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, მაგრამ ერიკ ტენ ჰააგს მოუწევს ევროპა ლიგით დაწყება თავის პირველ ოლდ ტრაფორდურ სეზონში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.