
ნორვეგიის “ვიკინგისა” და ისლანდიის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე პატრიკ გუნარსონმა მოიფიქრა, როგორ დაეხმაროს თავის გუნდს საშინაო მატჩებში, – იტყობინება Aftenposten-ი.
გამოცემა ირწმუნება, რომ საზრიანი და ყოჩაღი გუნარსონი კარის ზომას ამცირებს.
მას შემდეგ, რაც ლაინსმენი კარს შეამოწმებს, გუნარსონი თურმე, კარის ერთ ძელს მთელი ძალით აწვება და შიგნით წევს, მერე კი მეორე ძელთანაც იგივე “პროცედურას” აკეთებს. ვერ გეტყვით, ეს ამბავი რამდენად მართალია და ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია, მაგრამ Aftenposten-ის მტკიცებით, შედეგად კარის ზომა 15-20 სანტიმეტრით მცირდება.
გუნარსონი ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ მისი ერთგვარი რიტუალია,
რის შემდეგაც თავს კომფორტულად გრძნობს.
ასეთი “რიტუალი” გოლკიპერმა ნორვეგიის ჩემპიონატზე “ერვესთან” და “ჰამ-ჰაკთან” შეხვედრების წინ ჩაატარა.