იანვარი 31, 2023

 

 

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ sport-express-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე უსაბრა.

 

“ფლამარიონი ჩვენ გვეკუთვნოდა და “როტორში” გავუშვით, სადაც კარგი სეზონი ჰქონდა. ბათუმში ყველა ფეხბურთელი (ზურიკო, ხვიჩა, ჯოვინო, ჯანო) იმიტომ მოვიდა, რომ იციან: “დინამო” დღეს საუკეთესო კლუბია საქართველოში. რა თქმა უნდა, კონტრაქტის გაფორმება მაინც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დიდი დამსახურება ამაში ოთხივე ფეხბურთელის აგენტს – მამუკა ჯუღელს ეკუთვნის. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და მსურს მადლობა გადავუხადო მას დახმარებისთვის. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობის დამსახურებაა ამდენი კარგი ფეხბურთელის გადმოსვლა”

 

“პირველ რიგში უკრაინის ამბების გამო მოხდა ხვიჩას წამოსვლა. ერთ-ერთ საუბარში მამუკასთან ერთად თავში მოგვივიდა “დინამოში” მისი ტრანსფერი და მუშაობა დავიწყეთ ამ თემაზე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გამოვიდა და მივიღეთ ასეთი მაგარი ფეხბურთელი. მარტის შემდეგ ის საქართველოში დარჩა და მის დონეს ყველა მატჩში აჩვენებს”

 

“რა თქმა უნდა, “რუბინის” დარი ხელფასი ვერ შევთავაზეთ, მაგრამ საქართველოს დონეზე მსგავსი ხელფასი სხვებისთვის უბრალოდ მიუღწეველია. ხვიჩას დიდ თანხას ვუხდით”.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.