
მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა – “სამეფო კლუბი” ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ტიტულს მე-14-დ დაეუფლა.
ბუნებრივია, ამ გამარჯვებამ “ბლანკოსს” სერიოზული ფინანსური სარგებელიც მოუტანა, რომელიც გუნდს შემადგენლობის გაძლიერებაში დაეხმარება.
როგორც ირკვევა, მადრიდულმა გრანდმა “ლივერპულის” დამარცხებით 4.5, ჩემპონთა ლიგის მთლიან სეზონში კი 52.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
რა თქმა უნდა, “რეალმა” გამომუშავებული თანხით ტურნრიზე ყველა გუნდს აჯობა.
მეორე ადგილს ფინალისტი “ლივერპული” იკავებს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის დასრულებულ სეზონში 49 მილიონი ევრო გამოიმუშავა.