ივნისი 29, 2022

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ახალგაზრდული ნაკრები, 3 ივნისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუპირისპირდება.

გორში გასამართი ამხანაგური შეხვედრა, 21:00 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრება თავისუფლია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის Youtube-ს არხი შემოგთავაზებთ.

რუმინელებთან მატჩისთვის, 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის ოთხი მოთამაშე – ლუკა ხარატიშვილი, ლაშა კვარაცხელია, შაკო ოგბაიძე და ლევან ოსიყმაშვილი ახალგაზრდული ნაკრებში პირველად არიან გამოძახებული.

ტრავმის გამო, ახალგაზრდულ ნაკრებს რუმინეთთან მატჩში დინამო თბილისის მოთამაშე –

ლევან ხარაბაძე ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, 21-წლამდელების შეკრებას ბოლნისის სიონის ნახევარმცველი – ლუკა ხორხელი შეუერთდება.

nakrebi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.