დეკემბერი 3, 2022

ლივერპულის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მხარდამჭერთა ასოციაციამ (LDSA) თქვა, რომ ადგილები  ეტლით მოსარგებლეებისთვის,  ჩემპიონთა ლიგის ფინალზე,  არასწორი და დისკრიმინაციული პრინციპით არის გამოყოფილი.

 

ლივერპული მადრიდის რეალს შაბათს სტად დე ფრანსზე დაუპირისპირდება. სტადიონზე ეტლით მოსარგებლე გულშემატკივართათვის  550 ადგილი,  მაგრამ უეფამ განაცხადა, რომ ამ მატჩისთვისმხოლოდ  93 პოზიცია გამოყო, თითოეულმა გუნდმა კი 38 მათგანი მიიღო .

Level Playing Field – კამპანიის ჯგუფმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტის მოყვარულთათვის – წერილობით მიმართა უეფას ამ საკითხთან დაკავშირებით.

ფინალი პარიზში უნდა გაიმართოს მას შემდეგ, რაც სანკტ-პეტერბურგს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მასპინძლობის  უფლება ჩამოერთვა.

 

„ამ მაშტაბის ღონისძიებისთვის, უეფა, ჩვეულებრივ, მიზნად ისახავს  პოზიციების უფრო მეტი რაოდენობის გამოყოფას, მაგრამ ოპერაციული შეზღუდვების (მაგ. უსაფრთხოების, ცუდი ხედვის და ა.შ.) და მომზადების ხანმოკლე დროის გამო, შეუძლებელი გახდა განხორციელება.“, – აცხადებენ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოში.

 

მორისმა ისაუბრა ორ ბიჭზე, რომლებიც ენფილდზე მის გვერდით ისხდნენ და ფინალზე დასწრებას ვერ შეძლებენ ეტლით მოსარგებლეთა ბილეთების არქონის გამო.

 

“ეს არ არის სამართლიანი, როდესაც ადგილები არსებობს,მაგრამ არახელმისაწვდომია. ეს უბრალოდ არასწორია,” – განაცხადეს მათ.

 

 

მორისმა ასევე თქვა, რომ ის თამაშზე წავა “სევდის ელფერით” შექმნილი სიტუაციის გამო და დასძინა: “ლივერპულმა ყველაფერი გააკეთა ამაში დასახმარებლად”.

 

საერთო ჯამში, ლივერპულმა და მადრიდის რეალმა თითოეულმა მიიღეს 19,618 ბილეთი მატჩისთვის, რომლის ტევადობა 75,000-მდეა.

 

კიდევ 12,000 ბილეთი გაიყიდა კენჭისყრით, რომელიც დაიხურა ნახევარფინალური განმეორებითი მატჩების დამართვამდე.

 

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთების განაწილება და ფასი არის “სისტემა, რომელიც გამართულად  მუშაობს” და ეს ეხმარება კლუბებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.