ივნისი 4, 2023

დღეს, 23 საათზე, ქალაქი ტირანა კონფერენს ლიგის პირველ ფინალს უმასპინძლებს.ერთმანეთს რომა და როტერდამის ფეინოორდი დაუპირისპირდება. ევროთასებზე, რომასა და ფეიენოორდის მესამე დაპირისპირება იქნება.  ერთმანეთს 2014/15 წლების სეზონში ევროპა ლიგის 1/16 ფინალში შეხვდნენ,სადაც რომამ მოიგო – შინ 1:1, სტუმრად 2:1.

როტერდამელები ერედივიზიონში მესამე ადგილზე გავიდნენ,რაც არცთუ ისე ცუდი შედეგია,რასაც ვერ ვიტყვით რომაზე, რომელიც სერია ა-ში მეექვსე ადგილს დასჯერდა. ჟოზე მოურინიოს თქმით,ეს მატჩი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალია.  ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, პორტუგალიელს შეუძლია მესამე ევროტურნირი მოიგოს.

აქამდე, რომა სამჯერ ევროტურნირის ფინალში გასულა . 1984 წელს ლივერპულთან ჩემპიონთა თასის ფინალი პენალტების სერიაში წააგეს, 1991 წელს კი უეფას თასის ფინალი ინტერთან დათმეს. ფეინოორდს კი 3 ევროპული ტიტული უკვე აქვს.

ამ ფინალში, კლუბები ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან.  რომამ 2014-15 წლის ევროპა ლიგის სეზონში მოახერხა და ფეინოორდი ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.