
ლივერპულმა ოთხშაბათს გამართა ღია ვარჯიში, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება.
Liverpool Echo იტყობინება, რომ სესიაში მონაწილეობა მიიღეს ფაბინიომ, ჯო გომესა, მო სალაჰა და ვირჯილ ვან დეიკმა.
ამ ფეხბურთელებს ტრავმები ჰქონდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი მზად იქნებიან მატჩისთვის.
გამონაკლისია ტიაგო,რომელიც ვარჯიშზე არ იყო. ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო ვულვზთან მატჩისას და დიდი შანსია, რომ ფინალი გამოტოვოს.