
სევილიას პრეზიდენტმა ხოსე კასტრომ დაადასტურა, რომ კლუბმა გადაწყვიტა უარი ეთქვა ენტონი მარსიალის მუდმივ გადასვლაზე.
“ენტონი მარსიალი მანჩესტერ იუნაიტედშ დაბრუნდება”, – განუცხადა კასტრომ The Sun-ს.
„ჩვენ მასზე ბევრი ფული დავხარჯეთ, მაგრამ არ გამოვიდა. ასევე, ჰქონდა დაზიანებები და ჩვენ არ ვაპირებთ მის ყიდვას მუდმივი გარიგებით.“
მარსიალმა სევილიას 12 თამაშში მხოლოდ ერთხელ გაიტანა მას შემდეგ, რაც კლუბს იანვარში იჯარით შეუერთდა.
სევილიას გარიგებაში არ ჰქონდა შესყიდვის ოფცია ან ვალდებულება შეტანილი, ამიტომ ეს მათთვის დაბალი რისკის შემცველი საქმე იყო. მანჩესტერ იუნაიტედს მოუწევს გადაწყვიტოს, რა მოუვა 26 წლის ფეხბურთელს, რომელიც კვირაში 240 000 ფუნტს გამოიმუშავებს.