ოქტომბერი 1, 2023

2 ივნისს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C4 ჯგუფში მორიგ სეზონს იწყებს, ვილი სანიოლის გუნდი 10 დღის განმავლობაში 4 შეხვედრას გამართავს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. საქართველო შინ გიბრალტარით იწყებს; 5 ივნისს ბულგარეთს ესტუმრება; 9-ში – ჩრდილოეთ მაკედონიას და 12-ში იმავე ბულგარეთთს უმასპინძლებს. ერთა ლიგის დანარჩენი ორი შეხვედრა სექტემბერში გაიმართება. რეგულაცია იგივეა, ჯგუფის გამარჯვებული B ლიგის საგზურს მოიპოვებს, ბოლოადგილოსანი კი პლეი აუთში ითამაშებს C-ში ადგილის შესანარჩუნებლად.

 

ბუნებრივია, მიზანი B ლიგაში გადასვლაა. ეს ერთა ლიგის მე-3 სეზონია. პირველში საქართველო D ლიგაში იყო (2018 წლის შემოდგომით), მაგრამ შესანიშნავად ითამაშა – 6-დან 5 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით. მაშინ წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი კაპიტან ჯაბა კანკავასთან ერთად 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც 4 გოლი გაიტანა.

 

სანიოლის გუნდმა ბოლოს ალბანეთთან 0:0 ითამაშა

სანიოლის გუნდმა ბოლოს ალბანეთთან 0:0 ითამაშა

მე-2 სეზონი გუნდმა უკვე C ლიგაში გაატარა (2020 წლის შემოდგომით), ოთხგუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა (სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ) და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა – ვაისის გუნდმა მაშინ 6-დან 1 შეხვედრა მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და ერთიც წააგო.

 

ერთა ლიგის მე-3 სეზონის მთავარი სიახლე ტურნირის გამართვის დროს ეხება, ძირითადი მატჩები ზაფხულში გადმოიტანეს და უნიკალური, 4-მატჩიანი სანაკრებო ფანჯარაც დააწესეს. ეს გარკვეული მარათონია, ვნახოთ, როგორ გაუძლებს მას ეროვნული ნაკრები, თუმცა ანალოგიური გამოწვევის წინაშე არიან მეტოქეებიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *