ივნისი 30, 2022

 

რამდენიმე დღის წინ 5 წლის ლუკა ვერც კი იფიქრებდა, რომ მთელი საქართველო გაიცნობდა და შეიყვარებდა. ყველაფერი კი ლილოს ბაზრობიდან დაიწყო, როცა ბებიამ ლუკა ფეხსაცმელების საყიდლად წაიყვანა. პატარა ბიჭუნამ ბებიას ბურთის ყიდვა სთხოვა. მათი საუბარი კეთილმა ახალგაზრდა მამაკაცმა გაიგონა და ლუკას ბურთი თავად უყიდა, მისმა მეუღლემ კი ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. 5 წლის ბიჭუნას გულწრფელმა ემოციამ სოციალური ქსელი მოიცვა.

 

ლუკა 14 წლის დასთან და ბებიასთან ერთად ჯიქიას ქუჩაზე, ძველი ბიბლიოთეკის შენობაში ცხოვრობს. ბიჭუნა 4 წლის იყო, როცა დედა ავტოავარიით გარდაეცვალა. მამა უცხოეთში სამუშაოდ წავიდა და ჯერჯერობით ვერ მუშაობს და შვილებს ვერ ეხმარება. ობლად დარჩენილ ბავშვებზე ბებია ზრუნავს. მათი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი კი მხოლოდ ბებიის პენსია და სოციალური დახმარებაა.

 

ლუკას მამა სამაჩაბლოდანაა. ბებო ამბობს, რომ ბინის მოთხოვნით განცხადება რამდენჯერმე შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ.

 

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ მითითებული ანგარიშის ნომერზე: GE32BG0000000243148000 – წიქორია გვანცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.