დეკემბერი 9, 2022

ფეხბურთელმა  რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ის ამოიწურება 2023 წელს.

 

ლევანდოვსკისა და მადრიდის სასიყვარულო ურთიერთობა 2013 წელს დაიწყო, როდესაც თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში თეთრების წინააღმდეგ ოთხი გოლი გაიტანა.

 

ფლორენტინო  პერესმა არაერთხელ სცადა მისი ბერნაბეუზე მოყვანა. ეს ნაბიჯი არასდროს მომხდარა, მაგრამ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონელი ოცნებობს მადრიდში თამაშზე.

 

ახლახანს სოციალურ ქსელში გავრცელდა პოლონელის ყოფილი აგენტის ტვიტი:

„მთელი ცხოვრება რეალზე იმისთვის ოცნებობდი რომ შემდეგ ბარსელონაში დაგესრულებინა? კარგი.“

ცეზარ კუჩარსკიმ ტვიტი წაშალა. ბევრმა ეს სატრანსფერო მესიჯად მიიღო, ბევრმა კი ემოციურ ფონზე დაწერილ ტექსტად აღიქვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.