სექტემბერი 29, 2023

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანთან ერთად სერია A-ს ტიტულის მოგებასა და მომავალზე ისაუბრა.

”მე გავნაგრძობ თამაშს, თუ თავს კარგად ვიგრძნობ ფიზიკურად. ჩემი გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი“

როგორც ცნობილია, მინო რაიოლას გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა ზლატანზე. ზლატანმა დაკარგა დიდი ხნის აგენტი და ახლო მეგობარი. რაიოლა, გასულ თვეში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

“ეს სკუდეტო რაიოლასთვისაა. ეს პირველი ტიტულია, რომელიც მინოს გარეშე მოვიგე.”

 

გავრცელებული ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩი აპირებს შეუერთდეს რაიოლას სააგენტოს და დაიკავოს მისი თანამდებობა პენსიაზე გასვლის შემდეგ, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, ჩამოკიდებს თუ არა ბუცებს ახლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *