
“ვალენსიაში”, სადაც ქართველი გიორგი მამარდაშვილი ასპარეზობს, პრეზიდენტის ანილ მურტის წინააღმდეგ სერიოზული სკანდალი აგორდა.
ესპანურ მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც მურტი კარლოს სოლერის წინააღმდეგ მუქარას იყენებს, რათა მან კლუბი უფასოდ არ დატოვოს.
“კარლო არ მალავს, რომ წასვლა სურს, ამიტომაც, მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მას ოჯახი ჰყავს და სურს, ისე წავიდეს, რომ კლუბთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს და მის ოჯახს ქუჩაში მშვიდად გასვლა შეეძლოს.
მე ვეუბნები: “მომეცი წინადადება”. თუ ის გუნდს იანვარში უფასოდ დატოვებს, მას პრესით გავანადგურებ. მისი მოსპობისთვის 100 000 ევროს დავხარჯავ. ვალდებული ხარ, ფული შემოიტანო. შენ აკადემიამ აღგზარდა და გუნდმა შენში ფული ჩადო”, – ციტირებს ესპანური მედია მურტის სიტყვებს.
ამის საპასუხოდ, “ვალენსიამ” განცხადება გაავრცელა, რომელშიც მურტის სიტყვებს რედაქტირებული და ფალსიფიცირებული უწოდეს.
ცნობისთვის, კარლოს სოლერმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 11 გოლთან ერთად, 5 საგოლე გადაცემაც გაიფორმა.