ივნისი 29, 2022

გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ “შევარდენი 1906” და ზუგდიდის “დინამო” ეროვნული ლიგა 2-დან მოკვეთოს. ამავდროულად აღნიშნულ გუნდებს მიმდინარე სეზონში ასპარეზობა ეკრძალებათ დავით ყიფიანის სახელობის თასზე.

ზუგდიდური კლუბი ფულადი ჯარიმითაც დაჯარიმდა, 10 000 ლარის ოდენობით. ასევე კლუბის რამდენიმე ფეხბურთელს საფეხბურთო საქმიანობა 12 თვით აეკრძალა. მსგავსი სასჯელი მიიღო “შევარდენმაც” და ლიგა 2-დან ლიგა 3-ში დაქვეითდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.