მანჩესტერ სიტისთვის 38-ე ტური საოცარი გამოდგა. „ქალაქელებმა“ 2021-22 წლის ინგლისის პრემიერ ლიგა ისევ მოიგეს!
სიტის, პრინციპულ მეტოქე ლივერპულთან, მხოლოდ 1 ქულიანი სხვაობა ჰქონდა. ბოლო მატჩი ასტონ ვილასთან უნდა ჩაეტარებინა,რომელსაც „სქაუზერების“ ლეგენდა სტივენ ჯერარდი წვრთნიდა. მატჩი დაძაბულად წარიმართა. ასტონ ვილა პირველ ტაიმში იგებდა (2-0), ამავდროულად, ლივერპული თავის მატჩს იგებდა და ტიტულს უახლოვედებოდა,მგრამ სასწაული მოხდა! სიტიმ შეძლო და თამაში 0-2-დან 3-2-მდე მიიყვანა . ბევრს, ეს მატჩი, ‘ქალაქელებისა” და “წითელი ეშმაკების” 2012 წლის დაპირისპირებას ახსნებს,როცა სერხიო აგუეროს დამატებით წუთზე გატანილი გოლით ჩემპიონები გახდნენ.
სიტიმ თასი მერვედ მოიგო. ამ მაჩვენებლით კლუბი მხოლოდ არსენალსა და მანჩესტერ იუნაიტედს ჩამორჩება. ინგლისის პრემიერ ლიგა უკვე მეოთხედ მოიგო პეპ გვარდიოლამ,რომელმაც უკვე გადაასწრო ჟოზე მოურინიოსა და არსენ ვენგერს. გვარდიოლას ერთადერთი წინმსწრები სერ ალექს ფერგიუსონია 13 ტიტულით.
სიტისთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპული, ჩელსი და ტოტენჰემი იასპარეზებს.