დეკემბერი 7, 2023

2011 წლის 16 მაისის შემდეგ, მილანი იტალიის ჩემპიონი პირველად გახდა. 11 წელი გავიდა ბოლო გამარჯვებიდან და კლუბში უამრავი რამ შეიცვალა, ყველაზე მკაფიო კი შემადგენლობაა.

 

სერია A-ს ბოლო ტურში მილანს სიტის მსგავსი სიტუაცია ჰქონდა – არ უნდა წაეგო, ფრე და მოგება ნანატრს თასს მოუტანდა. სტეფანო პიოლის კლუბმა დამაჯერებლად მოუგო სასუოლოს და წინა სეზონის ჩემპიონი ინტერი მეორე ადგილზე გაისტუმრა.

 

მატჩი 3-0 დასრულდა. პირველ ნახევარში, თამაში პრაქტიკულად მორჩა და მილანმა წნეხის დონე დასწია.  „როსონერიმ“ ეს ტიტული მეცხრამეტედ მოიგო,რითიც თანაქალაქელ ინტერს გაუთანაბრდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *