დეკემბერი 3, 2022

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ეროვნული ლიგიდან ივნის მატჩებისთვის შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა.

ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, მამუკა კობახიძე, ირაკლი აზაროვი, ლადო მამუჩაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე და ლაზარე კუპატაძე ბათუმის “დინამოდან”.

ანრი მექვაბიშვილი თბილისის “დინამოდან”.

ეს მაშინ, როცა ვლადიმერ ვაისი ეროვნული ლიგიდან არაფრის დიდებით არ იძახებდა ფეხბურთელებს და ადგილობრივი ჩემპიონატი არაფრად მიაჩნდა.

მეორე მხრივ, სანიოლმა უთამაშებელი გიორგი ჩაკვეტაძე გამოიძახა. ბევრი ბჭობდა შემადგენლობის დასახელებამდე, რამდენად იყო გიორგი ნაკრებში გამოსაძახებელი სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო, მაგრამ ის, რაც მას აქვს –  იგივე, ბურთის დაჭერა, კონტროლი და სხვა ღირსებები, 4 მატჩიდან ერთში მაინც გამოსადეგი იქნება.

სათუოა, ვაისს მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო და ჩემი აზრით, აქაც ზედმეტად ფორმალურად მოიქცეოდა.

გარდა იმისა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, სანიოლს ცვლილებების დაგვიანება არ უყვარს და არ ელოდება მე-80 წუთს.

ველოდებით ივნისს და სანაკრებო მატჩებს.

2 ივნისი | საქართველო-გიბრალტარი | 20:00

5 ივნისი | ბულგარეთი-საქართველო | 22:45

9 ივნისი | ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო | 22:45

12 ივნისი | საქართველო-ბულგარეთი | 20:00

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.