ივნისი 29, 2022

ვილი სანიოლმა სანაკრებო შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.  ფრანგმა მოლოდინებსა და ფეხბურთელების მზაობაზე ისაუბრა.

 

” გუნდის გასაუმჯობესებლად ბალანსი აუცილებელია. ბალანსი ყველაზე საჭირო რამაა,რაც ამ მომენტში ნაკრებს ჭირდება. მე წავიკითხე არსენალის მწვრთნელის – მიკელ არტეტას ინტერვიუ და ვეთახმები,რომ ფეხბურთელებმა ბევრი უნდა ირბინონ,რათა მოედნის არც ერთ ზონაში ბალანსი არ დაირღვეს.”

 

საქართველოს ნაკრები, 2-დან 12 ივნისამდე 4 მატჩს ჩაატარებს.  2 ივნისს გიბრალტარს უმასპინძლებს, 5 და 9 ივნისს ბულგარეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება, 12 ივნისს კი ბულგარეთს თბილისში ეთამაშება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.